სამართალი
პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ ახალგაზრდული შელაპარაკება – შსს გამოძიებას აგრძელებს
დაშავეული რემიკ პოღოსიანი აცხადებს, რომ დაზიანებები შეშის ჩეხვისას მიიღო.


შსს–ს განმარტებით, გამოძიება გრძელდება და დაზარალებულს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ახალქალაქში ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ რემიკ პოღოსიანს პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ.

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ ,,ახალგაზრდები რაღაცაზე შელაპარაკდნენ“.

შემთხვევა, შვიდ ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, სოფელ ჩანდურაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.

| Print |