სამართალი
ფოკაში, მკვლელობაში ბრალდებულის სახლები და მანქანები დაწვეს
ფოკაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელის სახლებსა და მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.

დამწვარია მკვლელობაში ბრალდებულის ორი საცხოვრებელი სახლი, ოთხი ავტომობილი და თივა.

რადიო ნორის ინფორმაციით, სოფელში მღელვარება ექსპერტიზიდან ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ დაიწყო.

სოფელში მყოფმა ახალგაზრდებმა სახლებისა და მანქანების გადაწვის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულის ძმის გ.მ.–ს ფერმის დაწვაც სცადეს, თუმცა მათი შეჩერება სამართალდამველებმა შეძლეს.



ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო და ვიდეომასალის ავტორია რადიო ნორი.

| Print |