სამართალი
1-ლი აპრილიდან მძღოლების შემოწმება ნარკოტესტით ადგილზევე მოხდება
ნარკოტესტის გამოყენება, რომლითაც მძღოლის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ავტომანქანის მართვისას, ადგილზევე დადგინდება

და ამისთვის მისი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანა საჭირო აღარ გახდება, 1-ელი აპრილიდან დაინერგება.

საუბარია საქართველოში სპეციალური ტესტის შემოტანაზე, რომელიც ვიზუალურად დაახლოებით, ალკოტესტის მსგავსია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაურიგდებათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 30 ნოემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა. იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის. ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის.

მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის.

სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.

პარლმენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვისაა გადაგზავნილი.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შსს–ს ინფორმაციით, სოფელ ფოკაში, მოსახლეობის მიერ გადამწვარ სახლებთან და მკვლელობის ადგილთან ამ დრომდე რჩება სამართალდამცავთა
შსს–ს ინფორმაციით, სოფელ ფოკაში, მოსახლეობის მიერ გადამწვარ სახლებთან და მკვლელობის ადგილთან ამ დრომდე რჩება სამართალდამცავთა
10:56 / 06.12.2018
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ მოსახლეობა შურისძიებას აგრძელებს.
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ მოსახლეობა შურისძიებას აგრძელებს.
22:59 / 05.12.2018
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან 1956 წელს დაბადებულ ნ.ჭ.–ს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან 1956 წელს დაბადებულ ნ.ჭ.–ს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
20:29 / 05.12.2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
16:05 / 05.12.2018
Facebook
კვირის პოპულარული
კარინე ბაგირიანმა ქუჩაში ნაპოვნი თანხა მფლობელს დაუბრუნა
19:00 / 08.12.2018
თბილისში მცხოვრებმა სტუდენტმა კარინე ბაგირიანმა ქუჩაში 37 ათასი ამერიკული დოლარი იპოვნა და პოლიციაში მიიტანა.
ავარია ადიგენში მსხვერპლით დასრულდა
20:29 / 05.12.2018
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან 1956 წელს დაბადებულ ნ.ჭ.–ს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
იორმუღანლოელი ელმირა მუსაევა უკვე მესამე წელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ნარიანის საძოვრებზე ოჯახთან ერთად მოდის.
სრულად
22:14 / 26.07.2018
ახალი ამბები სომხურ ენაზე
საინფორმაციო გამოშვება
ამინდი
ახალციხე 1 - 8 °C
img
ახალქალაქი -1 - 3 °C
img
ასპინძა 0 - 11 °C
img
ადიგენი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 0 - 8 °C
img
თბილისი 1 - 9 °C
img
აბასთუმანი -2 - 6 °C
img
ბაკურიანი -3 - 2 °C
img
ნინოწმინდა -1 - 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
RUB
RUB
100
3.9852
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456