სამართალი
ავარია ადიგენში მსხვერპლით დასრულდა
ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან 1956 წელს დაბადებულ ნ.ჭ.–ს მანქანა დაეჯახა. ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ახალციხის პროზექტურაში გადაასვენეს. ნ.ჭ.–ს სატყეო სამსახურის მანქანა დაეჯახა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ–ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |