სამართალი
ბორჯომში, მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს
ბორჯომში, მდინარე მტკვარში 64 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
ქალაქში ამბობენ, რომ მტკვრის ნაპირზე პალტო და ხელთათმანები გამვლელმა შენიშნა და 112-ზე დარეკა. 

გვამი მაშველებმა სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიტანეს.

„ტანდაბალი ქალი იყო, ქალაქში ცხოვრობდა. ეს რატომ გააკეთა არ ვიცით. ძმას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მას არა. გაყინული ცხედარი ამოიტანეს წყლიდან“, - ამბობენ ბორჯომში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. "სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს", - ამბობენ შსს-ში. 
| Print |