სამართალი
ბორჯომში ორი ბინის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
ბორჯომში ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ქალაქ ბორჯომში, ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე 2 მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |