ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მუქი ნაცრისფერი მსუბუქი ავტომანქანა ტროტუარზე მდგარ განათების ბოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
შსს-ს ინფორმაციით,
,,ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია. BMW-ს მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება სამართალდამრღვევი ძღოლი".