სამართალი
მუქარისა და ოჯახში ძალადობისთვის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
ცოლისა და მისი მშობლების მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს, პატიმრობა შეეფარდა.
განაჩენი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში 15 თებერვალს გამოაცხადა. 27 წლის მამკაცი სხდომის დასრულებისთანავე დააკავეს. მას ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის მამა ამბობს, რომ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გ.კ. ბრალს არ აღიარებს.

საქმე სასამართლოში წელიწადი და 2 თვე განიხილებოდა. გამოძიება გ.კ.-ს ორი მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის და ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა.

ის მეუღლის ქამრით ცემისთვის 2017 წლის ოქტომბერში გაასამართლეს. სასჯელის ზომად სამთვიანი პატიმრობა და 1–წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. მეორე შემთხვევა კი პატიმრობით დასრულდა.

| Print |