სამართალი
35 ცვლილება კონსტიტუციაში
1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. მაშინდელმა დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებულმა კონსტიტუციამ საბჭოთა ოკუპაციის გამო მხოლოდ 4 დღე იარსება.

საქართველომ დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, მხოლოდ 74 წლის შემდეგ, 21 თებერვალს დამფუძნებელთა კრების მიერ მიღებული კონსტიტუციის განახლება და შეტანილი ცვლილებებით დამტკიცება შეძლო.

1995 წელს მიღებულ უზენაეს კანონში დღემდე 35 ცვლილებაა შეტანილი.

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, კონსტიტუციაში ცვლილებების ფუნდამენტს მმართველობის მოდელის ცვლილება წარმოადგენს. ძირითადი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში სამჯერ – 2004, 2010 და 2017/18 წლებში განხორციელდა.

,,შეტანილი ცვლილებების რაოდენობა ვერ განსაზღვრავს დოკუმენტის სიკარგეს. ყველა ხელისუფლება ცდილობს დოკუმენტი საკუთარ ინტერესებს მოარგოს და წინა ხელისუფლების სახე წაშალოს“ – განმარტავს tv9news.ge –სთან ვახუშტი მენაბდე.

კონსტიტუციონალისტი აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი კანონის შედარება ამერიკულ კონსტიტუციასთან არასწორია.

,,ამერიკის დოკუმენტი ძალიან ზოგადია და შესაბამისად, ზოგადში უფრო ნაკლები ცვლილებების შეტანაა საჭირო. თუმცა, ჩვენი კონსტიტუცია შედარებით დეტალიზებულია“.

| Print |