სამართალი
„ ოჯახი დამეღუპა“ - გარდაცვლილის და ბრალდებულის დედა
„პატარა ჩაცუცქული ტიროდა, უფროსი თოვლში იწვა“ - ბაკურიანში, 6 მარტს მომხდარი შემთხვევის შესახებ, გარდაცვლილისა და ბრალდებული ძმების დედამ ისაუბრა. მისი თქმით, არც ერთი შვილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

ქეთინო ბასილაშვილი იხსენებს, რომ სამსახურიდან სახლში შესვენებაზე დაბრუნდა, უფროსი ბიჭი კომპიუტერთან იჯდა, უმცროსი ანდეზიტის დასახლებაში იყო. სახლიდან სამსახურში დაბრუნებიდან მალევე მეზობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი უფროსი ვაჟი ეზოში დაჭრილი იყო.

შემთხვევა ძმების საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა.

მეზობლები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებიან. ორივე ძმა დამსვენებლებს თხილამურებზე სრიალს ასწავლიდა.

შეგახსენებთ, რომ ძმის მკვლელობისთვის 20 წლის მამაკაცი ბაკურიანში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას, 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

30 წლის მამაკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |