სამართალი
გიორგი კოპაძეს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფა დაევალა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქალაქის მერის წინაღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. მოსამართლემ  გოგოლაურის მოთხოვნა –  გიორგი კოპაძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მისთვის ბოდიში მოეხადა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ქალაქის მერს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის  უარყოფა  დაევალა. მოსამართლის თქმით, გიორგი კოპაძის მიერ თოქშოუ „დიალოგში“  გაკეთებული განცხადება მიჩნეულია ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებად და მისთვის პატივის, ღირსებისა და საქმიანობის შემლახველ განცხადებად.  ამიტომ კოპაძე ვალდებულია გოგოლაურს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადაუხადოს.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქალაქის მერის წინაღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. მოსამართლემ  გოგოლაურის მოთხოვნა –  გიორგი კოპაძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მისთვის ბოდიში მოეხადა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ქალაქის მერს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის  უარყოფა  დაევალა.

მოსამართლის თქმით, გიორგი კოპაძის მიერ თოქშოუ „დიალოგში“  გაკეთებული განცხადება მიჩნეულია ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებად და მისთვის პატივის, ღირსებისა და საქმიანობის შემლახველ განცხადებად.  ამიტომ კოპაძე ვალდებულია გოგოლაურს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადაუხადოს.

სასამართლო სხდომას გიორგი კოპაძე არ დასწრებია. ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა  „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის  ბიუჯეტის  პროექტის განხილვას მოჰყვა.   გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან  უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა  და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას  ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.

სამოქალაქო დავის განხილვა რაიონულმა სასამართლომ, საქმეზე, ახალციხის საკრებულოს დეპუტატი – ქალაქის მერის წინააღმდეგ, მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო.

 


| Print |