სამართალი
გიორგი კოპაძე: "კი არ დამკითხეს, ჩემს კაბინეტში იყვნენ და გამომკითხეს"
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის საჩივარის საფუძველზე, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის მერიც დაკითხეს. თუმცა გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა დაკითხვა კი არა გამოკითხვა იყო და სამმართველოში დაბარების ნაცვლად, გამომძიებელი მასთან კაბინეტში იმყოფებოდა და საქმის ირგვლივ ისაუბრეს. რაც შეეხება, ჯიმშერ გოგოლაურის  საჩივარს, გიორგი კოპაძე მას არასერიოზულს უწოდებს.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატის საჩივარის საფუძველზე, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქის მერიც დაკითხეს. თუმცა გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ეს პროცედურა დაკითხვა კი არა გამოკითხვა იყო და სამმართველოში დაბარების ნაცვლად, გამომძიებელი მასთან კაბინეტში იმყოფებოდა და საქმის ირგვლივ ისაუბრეს.

რაც შეეხება, ჯიმშერ გოგოლაურის  საჩივარს, გიორგი კოპაძე მას არასერიოზულს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ახალციხის მერის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი 11 დეკემბერს შეიტანა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება  მოითხოვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.

საქმეზე უკვე დაიკითხნენ თავად, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯიმშერ გოგოლაური და ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა მინდინარეობს, რაზეც რამდენიმე პიროვნებასთან   გასაუბრების ოქმები შედგა.


| Print |