სამართალი
ვალეში 49 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს
ქალაქ ვალეში 49 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მას ყელის არეში ჭრილობა აღენიშნება. როგორც ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერი ხაბეიშვილი ამბობს, მან საკუთარი თავი თავად დაიზიანა.

"ინფორმაცია მოვიპოვე, რომ თვითმკვლელობა იყო. ლტოლვილი ქალბატონი იყო. სხვა არანაირი ინფორმაცია არ მაქვს" - ამბობს მერი ხაბეიშვილი. 

დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს არც ახალციხის მერის წარმომადგენელი ვალის თემში ალექსანდრე გოზალიშვილი. 

"გავიგე რომ ასეთი რამ მოხდა. სხვა არანაირი ვერსია არ არის. არავინ არაფერს ამბობს, რომ ან ჩხუბი იყო მანამდე, ან რამე", - ამბობს ალექსანდრე გოზალიშვილი. 

გარდაცვლილი ვალეში შვილთან ერთად ცხოვრობდა.

იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, ოფიციალური განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია. დეტალებს უწყებისგან ველოდებით.

მომხდარის გამო ხვალ, 18 აგვისტოს დაგეგმილი პაატა გულიაშვილის საღამო გადაიდო.
| Print |