ხანძარი იყო ახალციხეში. სოფელ ღრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „მე-9 არხს“ განუმარტეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ფოტო და ვიდეომასალა მოგვაწოდა მახარე დალალიშვილმა.