სამართალი
სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს, 25 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 20 წლამდე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული მეზობელი სოფლის მკვიდრია.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი ცენტრალურ გზაზე გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

| Print |