სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

"მოქალაქე, დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 9 მ3 -მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, „ზილ 131” მარკის სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და დაბა წაღვერის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს. ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

უკანონოდ ჩამორთმეული სამასალე მერქნის დასაწყობება მოხდა წაღვერის „საქმიან ეზოში”, საიდანაც შემდგომ განხორციელდება მისი რეალიზაცია."
- ნათქვამია განცხადებაში.
| Print |