სამართალი
მკვლელობა ბორჯომში - მოკლული ახალგაზრდა მამაკაცია
ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბორჯომის პარკთან გვიან ღამით ჩხუბის შედეგად დაშავდა.

"შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში, მრავლობითი დაზიანებებით. ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - განაცხადა "მეცხრე არხთან" "ჯეო ჰოსპიტლის" ექიმმა დავით ბარაბაძემ.

გარდაცვილი პროზექტურაშია გადასვენებული. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია
.
| Print |