სამართალი
2023 წლის მეორე კვარტალში, სამცხე-ჯავახეთში 27 სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, 1 427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1 850 მოქალაქე.

სტატისტიკის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობებით პირველ ადგილზე თბილისია (706 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მეორე ადგილზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (167 შემთხვევა).

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: აჭარა - 150 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 62, შიდა ქართლი - 64, ქვემო ქართლი -106, კახეთი-78, სამცხე-ჯავახეთი - 27, მცხეთა- 46, გურია - 21.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 503 შემთხვევა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას უკავშირდება მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით, მეორე ადგილზე კი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახებაა ქვეით მოსიარულეზე - 414 შემთხვევა.

ამასთან, ამავე პერიოდში 167 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა აღრიცხული მოტოციკლეტისტის მონაწილეობით.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზების რაოდენობის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 34;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ - 0;
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 80;
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 82;
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 62;
  • მოძრაობის დაწყების მანევრი - 26;
  • მოხვევის მანევრი - 60;
  • მობრუნების მანევრი - 8;
  • უკუსვლით მოძრაობა - 14;
  • გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 28;
  • ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა - 58;
  • მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა - 2;
  • ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა - 1;
  • დისტანციის დაუცველობა - 88;
  • სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა- 3;
  • განლაგების წესის დარღვევა - 1;
  • რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა - 1;
  • სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა - 712;
| Print |