სამართალი
ახალციხეში ავარია მოხდა
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 16:00 საათისთვის, „პორშეს“ მარკის ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. ავტომანქანაში ორი პირი იმყოფებოდა, ორივე მათგანი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევას მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
30 სექტემბერს, ახალციხეში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

| Print |