სამართალი
ავარია მოხდა ახალციხე-რუსთავის გზაზე
დღეს 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 სთ-თვის, ახალციხე - რუსთავის გზაზე, ე.წ. ციმბირის მოსახვევთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა Toyota Prius ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში www.tv9news.ge - ს განუცხადეს, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ერთმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ერთი მათგანი კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
| Print |