სამართალი
ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავარია მოხდა
დღეს 2 ნოემბერს, ბორჯომში, მწვანე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავარაუდოდ იქვე მდებარე რესტორნის ჯებირს, შემდეგ კი ტრაილერს შეეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ დაშავებულია 50 წლამდე ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
| Print |
თეგები: ავარია / ბორჯომი /