სამართალი
„კარწახის“ და ,,ნინოწმინდის” საბაჟოებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, „კარწახი“, „ყაზბეგი“, ,,ნინოწმინდა” და „სადახლო საავტომობილო“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შესაბამის ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, საბოლოოდ - 60 047 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, საქონელი ჩამოერთვათ და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, მე-3 ნაწილის შესაბამისად, 10 კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, საქონელი ჩამოერთვა და ვინაიდან ქმედება განმეორებითი იყო, თითოეულს, ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო, ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
| Print |