სამართალი
ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავარია მოხდა
ბორჯომში დღეს, 17 ნოემბერს დაბა ახალდაბასთან ტრაილერი გადაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სატვირთო ავტომანქანაში მძღოლი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
| Print |