სამართალი
ავარია ახალციხეში მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. საბარგო სადგურის ტერიტორიაზე ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

შსს–ს განმარტებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
| Print |