სამართალი
კარწახში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა
კარწახში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 35 წლის ვალერი გედელიანის გარდაცვალების მიზეზზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს
" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |