სამართალი
“ლიბერთი ბანკის” ფეი–ექსპრესის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
"ლიბერთი ბანკის" ფეი–ექსპრესის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მსჯავრდებული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, დღეს დილით მისულ თანამშრომელს აბასთუმანში ფეი–ექსპრესი გაქურდული დახვდა. უცნობია რა თანხაა წაღებული.

ფეი–ექსპრესი გამგებლის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს, სადაც ძირითადად, "ლიბერთი ბანკის" ერთი თანამშრომელი მუშაობს.

გამგებლის წარმომადგენელი აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი გედევანიძე აცხადებს, რომ მძარცველი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადავიდა.
| Print |