სამართალი
სააპელაციომ პარლამენტის დეპუტატის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი კოპაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. ქალაქ ახალციხის ყოფილი მერი, ახალციხის რაიონული საამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სხდომას გიორგი კოპაძის ადვოკატი დავით მუმლაძე და ჯიმშერ გოგოლაური დაესწრნენ. მოსამართლე ლევან გვარამიამ საქმე ზეპირი მოსმენით განიხილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ოთხ მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქალაქის ყოფილი მერი მოსამართლე გია ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რომლის მიხედვითაც, მას „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა.

აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო დავა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო.

მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
| Print |