სამართალი
ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე მოკლა
დაბა ასპინძაში, ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა 8 აპრილს, გარდაცვლილის მშობლების სახლში მოხდა. ბრალდებულმა ცოლის შემდეგ, ხანშიშესულ მამაკაცს ბლაგვი საგანი ჩაარტყა. მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. დაზარალებულს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბრალდებული ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, იგი მარტო იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ დანაშაულსა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანების გამო კი შსს-მ ძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გარდაცვლილს და ბრალდებულს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

| Print |