სამართალი
ახალციხეში აფთიაქი გაქურდეს
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე აფთიაქი გაქურდეს. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, წაღებულია 400 ლარამდე თანხა. აფთიაქის თანამშრომლები ამბობენ, რომ ქურდობა "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრის გამო მოხდა, რომელიც აფთიაქშია განთავსებული. გატეხილია სეიფი, თუმცა უჯრაში თანხა არ დახვდათ.

შემთხვევა 15 აპრილს, აღდგომის ღამეს მოხდა. დილით მისულ თანამშრომლებმა ფანჯარა გატეხილი ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მუხლი თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
| Print |