სამართალი
ავტოავარიით დასრულებული ბოლო ზარი
მე–12 კლასელების ბოლო ზარზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბორჯომელი ახალგაზრდები სკოლის დამთავრებას წაღვერში აღნიშნავდნენ, როცა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სველ ასფალტზე მოცურდა და ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.

შემთხვევა 19 მაისს მოხდა. ავტომანქანას 35 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა.

შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. ისინი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს. სამი დაშავებულიდან ორი უკვე გაწერეს, ერთი მათგანი კი მალების მოტეხილობებითა და ტვინის შერყევის დიაგნოზით, მკურნალობას ისევ კლინიკაში განაგრძობს.

შსს–ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
| Print |