სამართალი
ადიგენის გამგეობამ, წაგებული საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ადიგენის მუნიციპალიტეტი, გამგებლის გათავისუფლებული მოადგილის თანამდებობაზე აღდგენას არ აპირებს. გამგეობამ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა.

ადიგენის თვითმმართველობაში არ ეთანხმებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გამგეობას მინდია ჯელიას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

ადიგენის გამგებელმა პირველი მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან 2016 წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. ზაქარია ენდელაძის გადაწყვეტილება, მინდია ჯელიამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა.
| Print |