სამართალი
მკვლელობა ნინოწმინდაში – 71 წლის მამაკაცმა მეუღლეს ყელი გამოჭრა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მკვლელობა მოხდა. 71 წლის მამაკაცმა 69 წლის მეუღლეს ყელი გამოჭრა. ინფორმაციოს რადიო "ნორი" ავრცელებს. მათივე ცნობით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ მამაკაცი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

რადიო "ნორის" ინფორმაციით, ქალი სოფელ ყაურმის სკოლის დირექტორი იყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108–ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
| Print |