სამართალი
9 აპრილის ქუჩაზე სარდაფები გაქურდეს
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩის #23–ე კორპუსის მაცხოვრებლებს, დღეს დილით სარდაფის კარი ღია დახვდათ. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე სათავსო წუხელ, გვიან ღამით გატეხეს. წაღებულია ქილები, წლის სატუმბი და სხვადასხვა სახის საოჯახო ნივთები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ქურდობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

| Print |