სამართალი
ახალციხეში მარტოხელა პენსიონერი გაქურდეს
ახალციხეში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მარტოხელა მამაკაცის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა 6 ივლისს მოხდა. სახლიდან საოჯახო ნივთები და თანხაა წაღებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ორივე მათგანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |
თეგები: ქურდობა /