სამართალი
ახალციხელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
თბილისის ერთ–ერთ უბანში, მრავალსართულიან სახლში, ახალციხელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, ბ.ჩ.–მ თავი მოიკლა.

ახალგაზრდას ჯიბეში წერილი უპოვეს, სადაც იგი მშობლებსა და ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის გამო პატიებას თხოვდა და აღნიშნავდა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა სატელეფონო ზარებს დილიდანვე არ პასუხობდა, დღის მეორე ნახევარში კი ტელეფონი გაითიშა.

არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეს სამართალდამცველები სწავლობენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115–ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |