სამართალი
მეუღლის ქამრით ცემაში ბრალდებულის განაჩენი
მეუღლის ქამრით ცემაში ბრალდებულის საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლემ განაჩენი 18 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოუტანა. გიორგი კეთილაძე მარიკა ჩიტაშვილმა დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად სამთვიანი პატიმრობა და 1–წლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარი პატიმრობის სახით სამი თვე გაატარა, ამიტომ კეთილაძე ოჯახს სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე დაუბრუნდა.

1990 წელს დაბადებულ გიორგი კეთილაძეს, ბრალდების მხარე 126–ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას ედავებოდა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობდა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვდა. პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დათანხმდა.

| Print |