სამართალი
ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
ყოფილ მეუღლესა და სიდედრზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატები, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამ მიზეზით გადაიდო საქმის მთავარი ხსდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

დღევანდელ პროცესზე პროკურორმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუმადგომლობა დააყენა.

ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, ბრალდებული საპროცესო შეთანხმებით ითხოვს, რომ სასჯელის ზომად სამი თვე განესაზღვროს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამ დრომდე გაატარა.

ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარე.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული – ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, განზრახი დანაშაული და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 25 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის დედას ელექტროშოკი მიადო, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ტრავმატული პისტოლეტით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

| Print |