სამართალი
ხის უკანონოდ ჭრის 161 ფაქტი ორ თვეში
სამცხე–ჯავახეთში, ორ თვეში, ხე–ბუჩქნარის გაჩეხვის 161 ფაქტი გამოვლინდა.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 25 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ხის უკანონოდ ჭრის ფაქტების გარდა, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის - სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც გამოავლინეს. ამ ბრალდებით სამართალდამცველებმა 20 პირი ამხილეს.

ორ თვეში ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს.

პოლიციამ ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში გამოვლენილი უკანონო სახერხი საამქროები, ასევე, ავტომანქანები დალუქა.

ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე. გამოძიება ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას და ვიდეომასალას შსს–ო ავრცელებს.

| Print |