სამართალი
სასამართლომ "საიას" სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.


არასამთავრობო ორგანიზაცია ასპინძის #4 უბანზე, ბიულეტენების გახსნას და ხელახლა გადათვლას ითხოვდა.

ამ უბანზე მაჟორიტარების ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 50–ია. იურისტებმა საჩივარი ჯერ #39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაწერეს, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

| Print |