სამართალი
,,სამართლიანი არჩევნები" ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" საჩივარი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას კი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა დააკისრა.


მოსარჩელე მხარე ახალციხის N30 და N35 უბნების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა.

მათი თქმით, აღნიშნულ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებს ბეჭედი არ ჰქონდა, ერთ ამომრჩეველზე ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენი იყო გაცემული და ოქმის შევსების დრო იყო ჩასწორებული.

სასამართლომ ერთი და იგივე სახეობის ორი ბიულეტენის გაცემა და ოქმის შევსების დროის გადასწორება კანონდარღვევად მიიჩნია და ახალციხის საოლქო კომისიას საქმის ხელახლა შესწავლა დაავალა.

კომისიამ უნდა იმსჯელოს დააკისრებენ თუ არა უბნების თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხს.

რაც შეეხება ბეჭდის გარეშე შევსებულ ოქმებს – მოსამართლემ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

| Print |
თეგები: არჩევნები 2017 /