სამართალი
მედიაჰოლდინგ ,,Clip - Art"–ის ოფისი გაძარცვეს
დღეს დილით მედიაჰოლდინგ "კლიპ-არტის" ოფისი გაძარცვეს. თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე ოფისში მისულ ჟურნალისტებს ჰოლდინგის დოკუმენტაცია ძირს გადმოყრილი დახვდათ, ჩაკეტილი ოთახების კარებები კი გატეხილი.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო ჯგუფი, ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცავები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. პოლიცია ამ დრომდე არკვევს მძარცველმა ოფისიდან რა წაიღო.

წყარო: სააგენტო ,,პირველი"

| Print |