სამართალი
უკანონოდ გათავისუფლებული ბაღის მენეჯერი, სასამართლომ აღადგინა
უზენესმა სასამართლომ, ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

სოფელ ბოლაჯურის ბაგა–ბაღის მენეჯერი, 2 წლისა და 10 თვის შემდეგ, თანამდებობაზე აღდგა.

ლალი მაისურაძე მენეჯერის პოზიციიდან 2015 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. მან სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

სასამართლომ მას ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა. მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. სასურველი შედეგისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, უზენაეს სასამართლოს მიმართა. უმაღლესმა ინსტანციამ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ლალი მაისურაძე სამსახურში 18 ოქტომბერს,უვადო ხელშეკრულებით აღდგა. გამგეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მისთვის განაცდურის ანაზღაურება – 700 ლარი მოუწევს.

ლალი მაისურაძე აპირებს, რომ სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის მიმართოს.
| Print |