სამართალი
ყოფილ ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო
ყოფილ მეუღლესა და სიდედრზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა გადაიდო.


მიზეზი ისაა, რომ პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა.

იგი ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვერ ჩამოიყვანეს.

წინა სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ადვოკატები, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული – ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, განზრახი დანაშაული და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 25 ივლისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის დედა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ტრავმატული პისტოლეტით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

| Print |