სამართალი
დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ ოთხ ახალგაზრდას ათი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.


სამი მათგანი, თურქულ ბართან სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს.

მეოთხე კი, ახალციხის რაიონულ სამმართველოში აიყვანეს.

ახალგაზრდა პოლიციაში დაკავებული მეგობრების გამო მივიდა.

გამოწვეული ხმაურისა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცველებმა ისიც დააკავეს.

სასამართლო პროცესზე სამართალდარღვევის ფაქტი არცერთმა მათგანმა არ აღიარა.

ადვოკატის ეკა აბაშიძის თქმით, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

საბარგო სადგურზე დაკავებულებს პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გულისხმობს.

რაიონულ სამმართველოში დაკავებულს კი ამავე მუხლთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით წვრილმან ხულიგნობასაც ედავებიან.


| Print |