სამართალი
ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე ქალი დაჭრეს
ახალციხეში, 16 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, 9 აპრილის ქუჩაზე, პირველ კორპუსში ქალი დაჭრეს.

დაზარალებული ,,იმედი"-ს კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის“დავით მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა ზედა და ქვედა კიდურებზე ჰქონდა მიყენებული.

საავადმყოფოში მას ჭრილობები დაუმუშავეს და რადგან ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარებოდა, სახლში გაწერეს.

მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილი ქალი, ახალციხელი არ არის.

ბინის მეპატრონე კი ამბობს, დაჭრილი ქალი სამი დღეა, რაც მის ბინაში რჩებოდა.

შსს–ს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე.

| Print |