სამართალი
ქალის დანით დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ქალის დანით დაჭრაში ბრალდებულ მ.ს–ს აღმკვეთის ღონისძიების განხილვა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სსკ 120–ე მუხლით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული მუხლი გირაოს გადახდას ან ორი წლის ვადით პატიმრობას გულისხმობს.

პროკურორი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატი კი გირაოს გადახდას.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 იანვარს გაიმართება.

| Print |