სამართალი
ხე–მასალის უკანონო გადაზიდვის ფაქტზე 12 პირი დააკავეს
ოქტომბერსა და ნოემბრის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთში ხე - ტყის უკანონო რეალიზაციით დაკავებული პირები გამოავლინეს.

ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით ხის მასალის უკანონო გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი.

ამოღებულია დიდი ოდენობით ხის მასალა.

ყველა სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 - ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, ხოლო დოკუმენტაციის გარეშე არსებული დიდი ოდენობით დახერხილი ხის მასალა ჩამორთმეულია.

წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
| Print |