სამართალი
ოთხი მოკლული და ორი დაჭრილი – 22 საათიანი სპეცოპერაციის შედეგი
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი მოკლულია. ამის შესახებ სუს-ის სპიკერმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, დაიღუპა სუს-ის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 2. ამასთანავე, დაჭრილია შსს-ს 2 თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველო მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცაკიის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", – განაცხადა გიორგობიანმა.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა.

| Print |