სამართალი
ყოფილ ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებული გაასამართლეს
ყოფილ ცოლსა და სიდედრზე ძალადობაში ბრალდებულის ბოლო სასამართლო სხდომა 1 დეკემბერს გაიმართა.


მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მამაკაცს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრია და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შემთხვევა 2017 წლის 25 ივლისს მოხდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის დედა ელექტროშოკით გათიშა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ტრავმატული პისტოლეტით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.


| Print |