სამართალი
ახალქალაქში ჭკვიანი კამერები დაამონტაჟეს
ახალქალაქში, ცენტრალურ და გასასვლელ ადგილებში, ,,ჭკვიანი კამერები" დაამონტაჟეს.

,,ჭკვიანი კამერები" საგზაო მოძრაობის დროს დაშვებულ დარღვევებს აფიქსირებს, გარდა ამისა, მათი საშუალებით, შესაძლებელია შემსვლელი და გამომსვლელი ავტომობილების მოძრაობის სრული კონტროლი.

კამერები შსს–ს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა. ქალაქის ტერიტორიაზე სულ 9 ადგილას, 18 კამერა დააყენეს.

,,ჭვიანი კამერების" მიერ გამოწერილი ჯარიმების 60% ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 40% კი – ცენტრალურ ბიუჯეტში გადაირიცხება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა კამერების დამონტაჟების მომსახურებისთვის 48 000 ლარი გაითვალისწინა.

,,გამოყოფილი თანხიდან 13 ათასი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, მე ვესაუბრე პოლიციის ხელმძღვანელს და შევთანხმდით, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ჩვენ მომავალ წელს გავაუმჯობესებთ ,,ჭკვიანი კამერების" რაოდენობას" – განაცხადა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირ ირიციანმა.

პირველი ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3000 ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერა ამუშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ინიციატივის მთავარი მიზანი საგზაო შემთხვევების შემცირებაა.

წყარო; ,,ჯეინიუსი"
| Print |